მაია ცქიტიშვილი:  ბევრი პროექტი გავქვს მიმართული რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ

© photo: Government of Georgia / FBПервый вице-премьер Грузии Майя Цкитишвили
Первый вице-премьер Грузии Майя Цкитишвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კახეთის რეგიონში  გურჯაანის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მაია ცქიტიშვილი: ბევრი პროექტი გავქვს, რომელიც მიმართულია რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ
„ძალიან ბევრი პროექტი გავქვს, რომელიც მიმართულია რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ,  ერთ-ერთი მაგალითია გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია. ეს არის ისტორიული პარკი, რომელიც ცნობილი იყო როგორც სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ადგილი, ახალგაზრდების შეკრების ადგილი და შესაბამისად  ამ ინფრასტრუქტურის განვითარება, გურჯაანის პარკის აღდგენა და მისთვის ძველი ფუნქციის დაბრუნება მოსახლეობისთვის კომფოტრული პირობების შექმნას შეუწყობს ხელს“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

გურჯაანის პარკის რეაბილიტაციის  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების, საზაფხულო კინოთეატრის, ამფითეატრისა და სპორტული მოედნის მოწყობა. ასევე განახლდება განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და მწვანე საფარი.

ყველა ახალი ამბავი
0