https://sputnik-georgia.com/20200620/COVID-19-is-bolo-SemTxvevebi-saqarTveloSi-axali-detalebi-248778449.html
COVID-19-ის ბოლო შემთხვევები საქართველოში: ახალი დეტალები
COVID-19-ის ბოლო შემთხვევები საქართველოში: ახალი დეტალები
Sputnik საქართველო
მედიკოსების თქმით, ამჟამად კორონავირუსზე მკურნალობას 132 ადამიანი აგრძელებს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვიდან 752 უკვე გამოჯანმრთელდა 20.06.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-06-20T12:58+0400
2020-06-20T12:58+0400
2023-08-17T17:59+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24863/67/248636738_0:71:3000:1767_1920x0_80_0_0_1725a9f0cf09f96d2f7f6850b89d0c53.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24863/67/248636738_0:0:3000:1886_1920x0_80_0_0_f1de5278b60efbdf80b11986b88b4cfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
COVID-19-ის ბოლო შემთხვევები საქართველოში: ახალი დეტალები
12:58 20.06.2020 (განახლებულია: 17:59 17.08.2023) მედიკოსების თქმით, ამჟამად კორონავირუსზე მკურნალობას 132 ადამიანი აგრძელებს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვიდან 752 უკვე გამოჯანმრთელდა
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევების წყაროები ეპიდემიოლოგებისთვის ცნობილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამკურნალო ნაწილის დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამით გაიზარდა და 898-ს გაუტოლდა.
„ახალი დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ამჟამად კორონავირუსზე 132 ადამიანი მკურნალობს.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვიდან 752 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 - გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.