თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 19 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიღმის, ნატბეურების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ქვემო ვეძისის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, მიხეილ ჭიაურელის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11ათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, ილურიძის, დაისის, კნოლევის და ქსოვრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ლებანიძის, ცაბაძის, ბორჯომის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის და სოფელი კვესეთის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, წყნეთის და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის და სოფელი წავკისის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.