სპეცოპერაციების სერია თბილისში – დიღმის მასივში უცხოეთის ორი მოქალაქე დააკავეს

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ერთ საცხოვრებელ კორპუსში  ორი ბინა ჰქონდათ ნაქირავები, სადაც ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისში, დიღმის მასივში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უცხოეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

სავარაუდოდ, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ერთ საცხოვრებელ კორპუსში  ორი ბინა ჰქონდათ ნაქირავები, სადაც ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0