გაბუნიასა და გვარამიას ადვოკატი: უნდობლობიდან გამომდინარე, დაკითხვა სასამართლოში შედგება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი და ტელეარხის მფლობელი დათანხმდნენ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 19 ივნისს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხებიან.

გაბუნიასა და გვარამიას დაბარება გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, უკავშირდება თბილისში 12 ივნისს ჩატარებულ სპეცოპერაციას. თბილისში სპეცოპერაციის დროს ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი დააკავეს, რომელსაც ბრალი დოკუმენტების გაყალბებაში წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ დაკავებული ასევე ფიგურირებს წინასწარ განზრახვით მკვლელობის მომზადების საქმეში.

გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
რატომ არ გამოცხადდა გიორგი გაბუნია უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე

სუს-ის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეეთერით განაცხადა, რომ საუბარი იყო შეკვეთით მკვლელობაზე და რომ დაკავებული გეგმავდა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას ერთი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტისთვის პირდაპირი ეთერით მიყენებული შეურაცხყოფის გამო. მან აღნიშნა ასევე, რომ თავდასხმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით მზადდებოდა.

გაბუნიასა და გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისადმი უნდობლობის გამო ისინი დაიკითხებიან მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, დაკითხვაზე 11:00 და 13:00 საათზე არიან დაბარებული.

„ისინი გამოცხადდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში და გავცემთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს... ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ სასამართლოში მომხდარიყო დაკითხვა, ეს გამომდინარეობს უნდობლობიდან“, – განაცხადა საძაგლიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა - Sputnik საქართველო
იგეგმებოდა თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია? რას ამბობს უსაფრთხოების სამსახური

რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას მოუწოდა, არ გააკეთონ ნაჩქარევი დასკვნები და დაელოდონ მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიების შედეგებს. სუს-მა, თავის მხრივ, ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, თავი შეეკავებინათ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა ხელი არ შეეშალათ გამოძიებისთვის.

გაბუნიამ 2019 წლის 7 ივლისს თავის საავტორო გადაცემაში, როდესაც ის „რუსთავი2“-ში მუშაობდა, რუსულად მიმართა რუსეთის პრეზიდენტს და უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა მას. ეს მოხდა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოსთან საავიაციო კავშირის აკრძალვამდე ერთი დღით ადრე.

ყველა ახალი ამბავი
0