როდესაც იზოლაცია ხელს გიწყობს: ქართველმა მუსიკოსმა 100 დღეში ასი ტრეკი შექმნა

© photo: Misho Eliava / FBმიშო ელიავა
მიშო ელიავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითიზოლაციაში ზოგი დეპრესიაში და უსაქმურობაში ჩავარდა, სხვები კი მუსიკალურ მწვერვალებს და დედლაინებს იპყრობდა

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ქართველმა პროდიუსერმა, მუსიკოსმა და პიანისტმა მიშო ელიავამ პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის დაწყებისთანავე გადაწყვიტა თვითიზოლაციაში ყოფნისას დრო არ დაეკარგა - კარანტინის 100 დღის განმავლობაში ის ყოველდღე ახალ-ახალი ბიტებს ქმნიდა.

მიშომ დაისახა მიზანი - დღეში თითო ტრეკი დაეწერა და ამას ბრწყინვალედ გაუმკლავდა.

 „ეს ჩელენჯი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველდღიური კეთების გამო Production-ის მხრივ ბევრი ახალი რამ ვისწავლე საკმაოდ მოკლე დროში. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნებაში დისციპლინა. მივხვდი, რომ შენი პროექტის დასამთავრებლად საჭიროა, გქონდეს დედლაინი“, - ამბობს მუსიკოსი.

მიშოს თქმით, „გარკვეული ჩარჩოების დაწესებით“ ის ბევრად უფრო კრეატიული ხდება და, რაც ყველაზე მთავარია, საქმე ბოლომდე მიჰყავს.

მიშო ელიავა - ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსია. ბევრს ახსოვს პროექტიდან Х-ფაქტორი, რომლის შემდეგაც ის პოპულარული გახდა და მაყურებელმა შეიყვარა. ამჟამად ის პოპულარული ჯგუფ MokuMoku-ს წევრია.

მუსიკოსის ახალი ნამუშევრების მოსმენა შეგიძლიათ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0