რატომ „ერჩის" კორონავირუსი მძღოლებს: რამდენი სატვირთოს მძღოლია ინფიცირებული

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ე.წ. კოვიდ-კლინიკებში 140 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი რვით გაიზარდა და 739-ია.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ყველა იმპორტირებულია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსის შემთხვევებმა საქართველოში მოიმატა

მისი სიტყვებით, ხუთი შემთხვევიდან ოთხი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მძღოლებს უკავშირდება. დღე-ღამის განმავლობაში რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისათვის ე.წ. კოვიდ-კლინიკებში 140 პაციენტი მკურნალობს.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში 20 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, შვიდი ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა დატოვეს.

„რვა გამოჯანმრთელებულიდან შვიდი ჩვენი პაციენტი იყო. მათ უკვე დატოვეს კლინიკა. გუშინ დაგვემატა ერთი დადასტურებული შემთხვევა, იგი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში 20 პაციენტი მკურნალობს, ერთი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისა", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში ხუთით გაიზარდა და 893-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი რვით გაიზარდა და 739-ია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0