მშობლების საყურადღებოდ: ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღში
საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 12 ივნისს დაიწყო და  მას სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები გადიან

თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების საყოველთაო  რეგისტრაცია ხვალ, 19 ივნისს დაიწყება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი, რომელიც კატეგორიების მიხედვით აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს დაიწყო და 19 ივნისამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მშობლების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. თუ ვერ მოახერხებენ დარეგისტრირებას, იქ სადაც ადგილები გვექნება, სარეზერვო სიებით ჩავრიცხავთ. ამისთვის, ბაღში უნდა მივიდეს მშობელი და იქ გააკეთოს განაცხადი და მოხვდება სარეზერვო სიაში“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.
Кабинет в школе. Пустые парты в классе - Sputnik საქართველო
რამდენი ახალი სკოლა შეემატება სექტემბერში ქვეყანას

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლას ყველა ის ბავშვი შეძლებს, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება.

სააღმზრდელო პროცესის განახლებას კი სააგენტო 14 სექტემბერს გეგმავს.

პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან:  სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები;  ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ასევე  2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები. ასეთი სულ დაახლოებით 3 ათასი აღსაზრდელია.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 ათასს აღწევს.

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებულ

ყველა ახალი ამბავი
0