„ჩრდილოეთის ნაკადი 2“: გერმანიაში აშშ-ის სანქციებს სუვერენიტეტზე პირდაპირი შეტევა უწოდეს

გამოწერა
გერმანელმა პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა გააკრიტიკეს აშშ-ის შესაძლო სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ.

უკვე არსებული შეზღუდვების გაფართოება მანამდე ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა მოითხოვა. მათ შორის რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა. ისინი მოითხოვენ, რომ სანქციები ასევე შეეხოს იმ ხომალდების დამზღვევ და გადამზღვევ კომპანიებსაც, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაზე მუშაობენ, და ასევე მთელ რიგ სხვა ფირმებსაც.

ბერლინში ამ წინადადებებს ნეგატიურად შეხვდნენ. ბუნდესტაგის ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელისა და პარტია Die Linke-ს დეპუტატ კლაუს ერნსტის თქმით, ახალი სანქციები − ეს აშშ-ის არალეგალური ჩარევაა ევროპის სამართლებრივ სისტემაში და გერმანიისა და ევროპის სუვერენიტეტებზე პირდაპირი შეტევა.

ექსპერტების შეფასებით, შეზღუდვებისგან დაზარალდება არა მხოლოდ გერმანული ეკონომიკა, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკებიც. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის რუსეთი-ევროპის ახალი გაზსადენის ერთობლივი პროექტი რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. რატომ არის აშშ წინააღმდეგი − იხილეთ ვიდეოში.

ყველა ახალი ამბავი
0