პანდემიის ფონზე საარჩევნო უბნებზე შემოდგომაზე შესაძლოა სიახლე გაჩნდეს – დამცავი ნიღბების აუცილებლობა. ჯერჯერობით მისი სწორად ტარება და გამოყენება ისევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სადავო თემად: უბანზე რეგისტრაციის გავლისას პირის ამოსაცნობად ნიღბის მოხსნა გახდება საჭირო.
ზუსტი პასუხი, თუ როგორ მოხდება ყველაფერი, ჯერ არ არსებობს. თუმცა, დიდი ალბათობით, სახის დაცვის გარეშე არჩევნებში მონაწილეობაც შეუძლებელი იქნება.