ცნობილია თუ არა კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროები – დეტალები

© Sputnik / STRINGERსარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის ფონზე
სარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე დადგენილია, რომ საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ექვსი იმპორტირებულია. ერთ შემთხვევაში წყარო უცნობია.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. კორონავირუსით დაავადების ცხრა შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია, დანარჩენ შემთხვევებში კი დადგენილია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ცხრიდან ორი შემთხვევა – ესაა კონტაქტი დაავადებულთან, ექვსი – საკარანტინო ზონიდან და ყველა მათგანი იმპორტირებული შემთხვევაა. ამ ექვსიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. დგინდება ერთის ინფიცირების წყარო.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/17 ივნისი>>

საქართველოს კოვიდ-ცენტრებში ამ დროისთვის 143 პაციენტი მკურნალობს.

„ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ორი პაციენტი შემოიყვანეს. ორივე არის შემოტანილი შემთხვევა, ერთი რუსეთიდან, მეორე – სომხეთიდან, ამ ორი ახლის მდგომარეობა ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. ვნახოთ, როგორ შეფასდება მათი მდგომარეობა მომდევნო დღეებში“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ერთღიანი პაუზის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი ტალღა დაიწყო

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთაგან შვიდი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მათ კლინიკა გუშინ დატოვეს.

ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 28 ადამიანი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ერთი პაციენტი რჩება მძიმე პნევმონიით.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 888-ს მიაღწია.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0