თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. იაპონიის პოლიცია იძიებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტის წარმოშობას, რომელიც მიიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სენდაის თავზე გამოჩნდა, იუწყება ტელეარხი NHK.
上空に謎の白い物体 通報相次ぐ 宮城https://t.co/3oVLJ1C7fQ#nhk_news #nhk_video pic.twitter.com/sNBcq76JDT
— NHKニュース (@nhk_news) June 17, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობამ ოთხშაბათს, დილით პოლიციაში დაიწყო რეკვა, რადგან ცაში უცნაური ობიექტი დაფრინავდა. პოლიციამ ვერტმფრენი აამოქმედა, რათა ობიექტის ბუნება დაედგინა, მაგრამ მათ მხოლოდ იმის შეტყობა მოახერხეს, რომ ეს იყო თეთრი ბურთი — ორი პროპელერითა და ქვემოდან ჯვრისმაგვარი კონსტრუქციით, რომელიც 1,5 კმ სიმაღლეზე დაფრინავდა.
ამის შემდეგ პოლიციამ ტრანსპორტის სამინისტროსა და მეტეოროლოგიურ სამმართველოსთან გადაამოწმა, მათ ხომ არ ეკუთვნოდათ ობიექტი, მაგრამ უწყებებიდან მიღებული პასუხების თანახმად, მფრინავ ობიექტთან მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.
გარდა ამისა, ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში და ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც აერპორტებია განთავსებული, ფრენების განხორციელების მსურველმა უწყებისგან წინასწარ უნდა მიიღოს ნებართვა. მაგრამ მსგავსი განცხადებით სამინისტროსთვის არავის მიუმართავს.
ამ დროისათვის პოლიცია გამოძიებას განაგრძობს.