Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსი 329 ადამიანს დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Murad Orujovსასწრაფო დახმარების მანქანები აზერბაიჯანში
სასწრაფო დახმარების მანქანები აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 10 991 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 6 075 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის განცხადებით, ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 127 ადამიანი, შვიდი მოქალაქე გარდაიცვალა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
სამეცნიერო გარღვევა COVID-19-ის მკურნალობაში: ჯანმო განცხადებას ავრცელებს

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 10 991 ფაქტი გამოვლინდა. აქედან მკურნალობა წარმატებით გაიარა 6 075 ადამიანმა, გარდაიცვალა – 133.

საგანგებო რეჟიმის კლინიკებში კორონავირუსისგან მკურნალობას 4 783 ადამიანი აგრძელებს.

პანდემიის პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 397 399 ტესტი ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0