თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ლომის ბოკვერის მსგავს კურდღელს, რომელიც ირლანდიაში დაიბადა, ანომალია აქვს, თუმცა სხვა მხრივ ის სრულიად ჯანმრთელია, იუწყება გამოცემა Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, ანომალია იმაში მდგომარეობს, რომ ბაჭიას ყურები არ აქვს.
Still living a hoppy life! Rabbit born without EARS is adopted by her breeder after all her siblings found homes
— Lena🙎🏻♀️🙋🏻♀️🌎 (@My_corner_table) June 16, 2020
via https://t.co/A2pnykP4Yq https://t.co/B9UuAWi4uj
ირკვევა, რომ ბაჭია სახელად „ლეო“ ბელფასტში მცხოვრები კაილი კლარკის კურდღლების სანაშენეში დაიბადა ერთი თვის წინ.
როგორც გამოცემა წერს, კაილი ძალიან ნერვიულობდა, ვინაიდან ეგონა, რომ ასეთი ანომალიის მქონე კურდღელი ვერ იცოცხლებდა, მაგრამ ბაჭია ისევე იზრდება და ვითარდება, როგორც მისი ყურებიანი შვიდი „და-ძმა“.
„როცა წამოიზარდა, მივხვდით, რომ უჩვეულოდ ლამაზია და საყვარელი. გადავწყვიტეთ ჩვენთვის დაგვეტოვებინა. ლეო დავარქვით, იმიტომ რომ ყურების გარეშე ძალიან ჰგავს ლომის ბოკვერს“, — ამბობს კლარკი.
მისი თქმით, აქამდე არ იცის, რამ გამოიწვია ცხოველის მუტაცია, რომელიც სხვა მხრივ აბსოლუტურად ჯანმრთელია.