მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არსებობს ახალი აფეთქების რისკი: ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგი პეკინის შტამზე საუბრობს

© AFP 2024 / NOEL CELISკორონავირუსის აფეთქება პეკინში
კორონავირუსის აფეთქება პეკინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე უჰანის უნივერსიტეტის პათოგენური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პეკინის საბითუმო ბაზარზე აღმოჩენილი კორონავირუსი შესაძლოა უფრო გადამდები იყოს, ვიდრე უჰანის ბაზარში აღმოჩენილი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. პეკინში კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებული ვითარება უჰანში იანვარში არსებულის ანალოგიურია, შესაბამისად, არსებობს ჩინეთში COVID-19-ის ახალი ეპიდემიის გაჩენის საფრთხე, ამჯერად პეკინში, იუწყება CBS News ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით. 

კორონავირუსის აფეთქება პეკინში - Sputnik საქართველო
უფრო გადამდები: პეკინში აფეთქებული ვირუსი უჩვეულოდ გამოიყურება

ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგის უ ცზუნიუს თქმით, მომდევნო რამდენიმე დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმის დასადგენად, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი.

პეკინის ხელისუფლება, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ კორონავირუსის აფეთქება ადრეულ სტადიაზე გამოავლინეს და ამიტომ ის ძირითადად აფეთქების კერას – საბითუმო ბაზარ „სინფადის“ ტერიტორიას მოიცავს.

„ამ დროისათვის ინფიცირებულთა შორის ჭარბობს დაავადების ჩვეულებრივი და მსუბუქი ფორმა. ასეთი პაციენტების წილი 95%-ია“, — აღნიშნა პეკინის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა პან სინჰომ.

მანამდე უჰანის უნივერსიტეტის პათოგენური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იან ჩჟანცზიუმ განაცხადა, რომ პეკინის საბითუმო ბაზარზე 13 ივნისს აღმოჩენილი კორონავირუსი შესაძლოა უფრო გადამდები იყოს, ვიდრე უჰანის ბაზარში აღმოჩენილი. მისი თქმით, ამაზე მიანიშნებს ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა ძალიან მოკლე დროში. პეკინში ოთხ დღეში კორონავირუსული ინფექცია 106 კაცს გამოუვლინდა, ეს მაშინ, როდესაც უჰანში შესაბამისი რაოდენობის ადამიანი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დაავადდა.

ყველა ახალი ამბავი
0