მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პროდუქტის გაძვირება დასჯადი ხდება: ქალაქის ხელისუფლებამ ფასების კონტროლი დაიწყო

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისალარო სუპერმარკეტში
სალარო სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვების პროდუქტებზე ფასების გაკონტროლების მიზნით ქალაქში უკვე შემოწმებულია საბითუმო ბაზრები და ათასობით სხვა სავაჭრო წერტილი.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პეკინის ხელისუფლება მკაცრად დასჯის მათ, ვინც კვების პროდუქტებზე ფასს გაზრდის ქალაქის უმსხვილეს საბითუმო ბაზარზე კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, განაცხადა პრესკონფერენციაზე ბაზრის კონტროლისა და რეგულირების სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ჩენ იანკაიმ.

„ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ბაზრის კონტროლისა და რეგულირების სამმართველოს სხვადასხვა დეპარტამენტებმა გააძლიერეს კონტროლი კვების პროდუქტების ფასებზე, გახშირდა შემოწმებები, მიღებულია მკაცრი ზომები ფასების აწევასთან დაკავშირებული კანონდარღვევების წინააღმდეგ“, — განაცხადა იანკაიმ.

მისი თქმით, ამ დროისათვის უკვე შემოწმებულია ორი საბითუმო ბაზარი, 859 სუპერმარკეტი, 693 მაღაზია, ელექტრონული კომერციის სამი პლატფორმა, 68 აფთიაქი და ასევე 2383 სხვა სავაჭრო წერტილი. შემოწმებისას ფასების ზრდასთან დაკავშირებული კანონდარღვევები არ გამოვლენილა. 

ვითარება პეკინში - Sputnik საქართველო
ჩინეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა: COVID-19 კვლავ გააქტიურდა

პეკინის ფენტაის რაიონში მდებარე უმსხვილესი საბითუმო ბაზარი „სინფადი“ 13 ივნისს დაიხურა მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიურმა გამოძიებამ კორონავირუსი გამოავლინა იმპორტირებული ორაგულის განყოფილებაში. რაიონში შემოღებულია სამხედრო რეჟიმი.

პეკინის ხელისუფლების განცხადებით, 11 ივნისიდან ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 106 შემთხვევაა გამოვლენილი. ამ დროისათვის ყველა პაციენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0