აპლიკაცია STOP COVID-მა საქართველოში 10 ინფიცირებული პირი გამოავლინა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპლიკაცია მომენტალურად ატყობინებს პირს, თუ ის კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდება.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnk. სპეციალური მობილური აპლიკაცია STOP COVID-ის დახმარებით მისი ამოქმედებიდან დღემდე საქართველოში 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

COVID-19 საქართველოში: სამი ინფიცირებულიდან ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა >>

აპლიკაციის საშუალებით ბოლო აღმოჩენილი შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 16 აპრილს გავრცელებული ინოვაციური პროგრამა შექმნილია კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით. კერძოდ, აპლიკაცია საშუალებას იძლევა, შეაჩეროს ვირუსის გავრცელება იმ პირების დროული ინფორმირების მეშვეობით, რომლებსაც, შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდათ პირებთან, რომელთაც დაუდასტურდათ კორონავირუსი.

აპლიკაციის ატვირთვისთანავე პირი შეიტყობს, ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევასთან.

მოსახლეობის შემოწმება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან 101 – მედიკოსია

აპლიკაცია ვერ იმუშავებს ეფექტურად, თუ მას ბევრი ადამიანი არ გადაიწერს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გამარტივდება ინფიცირების ჯაჭვების, ე.წ. კლასტერების ყველა რგოლის გამოვლენა STOP COVID-ის დახმარებით.

სმარტფონის გეოლოკაციის დახმარებით აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია გამოვლინდეს არა მარტო პირადი კონტაქტები, ისეთი, როგორიცაა მეგობრები, ნათესავები ან ნაცნობები, არამედ შემთხვევითი კონტაქტებიც – ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენ ირგვლივ – მაღაზიაში, აფთიაქში თუ ქუჩაში.

„თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას“, – ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ჰქონდათ.

დღეისათვის მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთა 203,6 ათასზე მეტმა მომხმარებელმა, აქედან 61% – Android-ის პლატფორმის სმარტფონების მფლობელია, 39% – iOS-ის პლატფორმის მომხმარებელი.

ყველა ახალი ამბავი
0