https://sputnik-georgia.com/20200616/CVeni-siyvarulis-mere-romeli-filmebi-daafinansa-erovnulma-kinocentrma-248743854.html
„ჩვენი სიყვარულის მერე“ – რომელი ფილმები დააფინანსა ეროვნულმა კინოცენტრმა
„ჩვენი სიყვარულის მერე“ – რომელი ფილმები დააფინანსა ეროვნულმა კინოცენტრმა
სავარაუდოდ, მომავალ წელს გველოდება ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმები სიყვარულზე, სტალინზე და, ზოგადად, ცხოვრების შესახებ. კინოცენტრის მიერ ფილმის გადასაღებად... 16.06.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-06-16T19:21+0400
2020-06-16T19:21+0400
2021-10-19T17:28+0400
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22993/02/229930273_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_045d75fc506b8dab320a6777c71ff39a.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22993/02/229930273_375:0:1500:844_1920x0_80_0_0_32e6a7a6d5ec8c56b0aadd59e526c5c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ქართული კინო, ახალი ამბები, კულტურა, საქართველო
ქართული კინო, ახალი ამბები, კულტურა, საქართველო
„ჩვენი სიყვარულის მერე“ – რომელი ფილმები დააფინანსა ეროვნულმა კინოცენტრმა
19:21 16.06.2020 (განახლებულია: 17:28 19.10.2021) სავარაუდოდ, მომავალ წელს გველოდება ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმები სიყვარულზე, სტალინზე და, ზოგადად, ცხოვრების შესახებ. კინოცენტრის მიერ ფილმის გადასაღებად გამოყოფილი ყველაზე დიდი თანხა 75 ათას ლარს შეადგენს.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა შეარჩია შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებსაც ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
კინოცენტრის დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსში 60 მოკლემეტრაჟიანი კინოფილმი მონაწილეობდა. თუმცა, საექსპერტო კომისიის საბოლოო დასკვნის მიხედვით, კინოცენტრი მხოლოდ შვიდ ფილმს დააფინანსებს.
გამარჯვებულ ფილმებს შორისაა რეჟისორ ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“. მისმა ფილმმა მიიღო 74 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება.
გიორგი ქობალიას ფილმმა „მცხუნვარე მზე“ მოიპოვა 51 ათასი ლარის დაფინანსება, კარინა სარდლიშვილის ნამუშევარმა „ნათლობა იორდანეში“ – 75 ათასი ლარი.
ცნობილი გახდა, როდის გაიმართება „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია >>
რეჟისორმა ნიკა გაბუნიამ ფილმისთვის „სამშობლოსთვის და სტალინისთვის“ მიიღო 58 ათასი ლარი, გრიგოლ აბაშიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „უხერხემლო“ გამოყოფილია 70 ათასი ლარი. ამირან დოლიძის ფილმმა „ჩვენი სიყვარულის მერე“ მიიღო 49 ათასი ლარი, თორნიკე ტიკარაძის ფილმმა „ტოტოს უკანასკნელი დღეები“ 19 ათასი ლარი დაიმსახურა.