9 თვიდან 90 წლამდე - კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ასაკი საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerსაავადმყოფოს დერეფანში
საავადმყოფოს დერეფანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 51% ქალები იყვნენ, 49% - მამაკაცები

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 90 წლის არის, ყველაზე უმცროსი - ცხრა თვის, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, რომელიც პანდემიის დაწყებიდან მაისამდე პერიოდს მოიცავს.

18 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის კორონავირუსი 98 შემთხვევაში დადასტურდა (12,25%).

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით

ასაკობრივი ჯგუფები შემთხვევების რაოდენობა წილი საერთო რიცხვში, %
0-4  19     2,4
5-14 61     7,6
15-19 38     4,7
20-29  106 13,2
30-59 412 51,5
60-69 89 11,1
70-79 53     6,6
80+ 22 2,7
სულ          800 100

ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 51% ქალები იყვნენ, 49% - კაცები.

ასიმპტომური პაციენტები

ანგარიშში ნათქვამია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის 11% (88 შემთხვევა) იყო ასიმპტომური. პაციენტები იყვნენ ასიმპტომურები PCR-ტესტის ჩატარების დღეს, თუმცა მოგვიანებით ზოგიერთს სიმპტომები გამოუვლინდათ.

ყველაზე გავრცელებული თანმდევი დაავადებები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ხვდებოდა, იყო დიაბეტი (4,8%), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ჰიპერტენზია (11%).

სიმპტომები, რომლებიც პაციენტებს ჰოსპიტალიზაციამდე გამოუვლინდათ

სიმპტომები      პაციენტების წილი აღნიშნული სიმპტომით, %
ცხელება   57,3
ხველა 24,6
ყელის ტკივილი/სიმშრალე 17
თავის ტკივილი 14,5
საერთო სისუსტე 11
სურდო    10,1
დიარეა     9,6
კუნთების ტკივილი 9,2
სუნთქვის გაძნელება 7
სახსრების ტკივილი 6,3
პირღებინების შეგრძნება 5,7
მუცლის ტკივილი 5,6
ტკივილი მკერდის არეში  3,6
კონიუნქტივიტი      2,2
უცნობი    20,75
ასიმპტომური  11

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სიმპტომების ინტენსიურობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება 166 შემთხვევაში პრობლემური აღმოჩნდა. ეს იყო განპირობებული ენობრივი ბარიერით, განსხვავებული მიდგომით სიმპტომების აღქმის კუთხით და სხვა მიზეზების გამო. აღნიშნული შემთხვევები კონცენტრირებული იყო ქვემო ქართლში და ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 58,4%-ს შეადგენდა.

მოსახლეობის შემოწმება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან 101 – მედიკოსია

კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მაღალია ქვემო ქართლსა და თბილისში, ყველაზე დაბალი - სამეგრელო-ზემო სვანეთში და იმერეთში, ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აპრილში მარტთან შედარებით 20%-ით შემცირდა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, და თითქმის სამჯერ გაიზარდა მძიმე და კრიტიკული შემთხვევები.

მაისში ეს პროცესი შეიცვალა. კვლავ გაიზარდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევების რაოდენობა, ხოლო მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა სამჯერ შემცირდა.

ლეტალობა ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშში მოხდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში წელს გარდაიცვალნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ პირთა საერთო რაოდენობა, რომლებიც საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან 15 მაისის ჩათვლით გარდაიცვალნენ, 17 509 ადამიანს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს 8%-ით ნაკლებია, ხოლო 2018 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბევრ ქვეყანაში პანდემიის დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს სიკვდილიანობის მაჩვენებელი წარმოადგენს. ის მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დადგინდეს, მოახდინა თუ არა კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ რაიმე გავლენა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

ყველა ახალი ამბავი
0