Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ყაზახეთი განაახლებს ავიამიმოსვლას რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან

© photo: Sputnik Air Astana-ს თვითმფრინავი აეროპორტში
 Air Astana-ს თვითმფრინავი აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრენების განახლება მოხდება ეტაპობრივად. ავიარეისების რაოდენობა იქნება დამოკიდებული ხომალდების კომერციულ შევსებაზე

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ყაზახეთი მიმდინარე წლის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყანასთან საერთაშორისო ავიამიმოსვლას იწყებს.

როგორც Sputnik-ყაზახეთი სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ფრენების აღდგენა განხორციელდება ეტაპობრივად, ყაზახეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების და სხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

„ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა შემოდგომიდან აღდგეს

იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც ყაზახეთი პირველ რიგში გეგმავს საჰაერო ხიდების აღდგენას, არის თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, საქართველო და იაპონია, ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო მარშრუტებზე ავიარეისების რაოდენობა იქნება დამოკიდებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმებებზე და თითოეულ მარშრუტზე ხომალდების კომერციულ შევსებაზე.

რეისების დანიშვნა და ბილეთების გაყიდვა განხორციელდება ზემოხსენებული ქვეყნების საზღვრებზე მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნის და ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

ყველა ახალი ამბავი
0