საქართველოში 15 ივნისიდან განახლდა შიდა ტურიზმი და სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა. აღდგენილია შიდა ფრენებიც. ხოლო 1 ივლისიდან დაგეგმილია უცხოელი მოგზაურების მიღების განახლებაც.
სამგზავრო ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა საქართველოში მუშაობა 8 ივნისს განაახლეს. 29 მაისიდან თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მგზავრებს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება.
საქართველოში ახალი კოროვირუსული პანდემიის ფონზე მკაცრი ზომები და შეზღუდვები გაზაფხულზე დაწესდა, რათა ქვეყანაში COVID-19–ის მკვეთრი გავრცელება აღკვეთილიყო.

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა განახლდა

15 ივნისიდან ქვეყანაში ოფიციალურად განახლდა შიდა ტურიზმი, მცირე სასტუმროებმა და ჰოსტელებმა მუშაობა დაიწყეს

ამიერიდან, ყველა მგზავრი მატარებელში ჩაჯდომამდე გადის თერმოსკრინინგს

4/17
© photo: Sputnik
ნიღბებს იყენებენ არა მხოლოდ მგზავრები, არამედ მთელი პერსონალი, მათ შორის მემანქანეებიც

სარკინიგზო კომუნიკაციის განახლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვით

წესების დაცვა მკაცრად კონტროლდება

ზაფხულის მიუხედავად, საქართველოში ახალი კორნავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ფიქსირდება

ამიტომ ყველა მოქალაქეს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ვაგონში შესვლამდე თერმოსკრეინინგი სავალდებულოა ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე

ასევე, ყველა მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დროს ეკეთოს პირბადე

სამედიცინო და დამცავი ნიღბების ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას

დადგენილი წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდთან შედარებით, რა თქმა უნდა, შემცირდა

თუმცა, სასიამოვნო არ იქნება, თუ დაჯარიმდებით ნიღბის არასწორად ტარების ან მისი არქონის გამო

გარდა ამისა, ნიღბის ტარება ხელს უშლის ინფექციის გადაცემას, თუ ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არ იცის ამის შესახებ. კორონავირუსი შესაძლოა სხეულში დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდეს

სხვათა შორის, სადგურზე სათამაშოებით მოვაჭრეებიც პირბადეებით სარგებლობენ

ასე გაემგზავრა პირველი მატარებელი ბათუმიდან თბილისში ორშაბათს დილით

მატარებელში ყველა ადგილი შეივსო. საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ელოდა სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენას