მარიამ ქვრივიშვილი: დღეს შიდა ტურიზმი იხსნება და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

© photo: Georgian National Tourism Administration / FBტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შიდა ტურიზმთან დაკავშირებით პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს.
მარიამ ქვრივიშვილი: დღეს შიდა ტურიზმი იხსნება და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
„დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან შიდა ტურიზმი იხსნება. ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები, ვხედავთ, რომ ჩვენი კერძო სექტორის განწყობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრ მოქალაქეს ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, აქვს სურვილი, აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია, ანუ იმოგზაურონ საქართველოში. ჩვენი კერძო სექტორი ემზადება საქართველოს მოქალაქეების მასპინძლობისთვის. რეგულაციები, რაც „კოვიდ-19“-ის ფარგლებში მოუწიათ, დანერგილია და პარალელურად მიმდინარეობს ეს პროცესი. განთავსების ობიექტებს პარალელურად მოუწევთ, რომ გაიარონ ინსპექტირება, ხოლო ინსპექტირების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მათ მიენიჭებათ უფლება, უმასპინძლონ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, წელს საქართველოში იმოგზაურონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0