თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ჯორჯ ფლოიდის მცირეწლოვან ქალიშვილს ჯიანა ფლოიდს ამერიკული კომპანია Disney-ს აქციები გადაეცა.
დამადასტურებელი სერტიფიკატის ფოტო გოგონამ Instagram-ზე გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებისას დაღუპული აფროამერიკელის შვილს „დისნეის“ აქციები მსახიობმა ბარბარა სტრეიზანდმა აჩუქა.
View this post on InstagramThank You @barbrastreisand for my package, I am now a Disney Stockholder thanks to you 🥰🥰🥰
„მადლობა აქციის პაკეტისთვის @barbrastreisand. ახლა თქვენი წყალობით Disney-ს აქციონერი ვარ“, – წერს ჯიანა სოციალურ ქსელში.
ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს დაიღუპა მინეაპოლისში პოლიციის მიერ უხეში დაკავებისას, რასაც რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები და არეულობები მოჰყვა არა მარტო აშშ-ში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.