თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 156 ადამიანი გაეწერა კლინიკებიდან. დაავადების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.
ამავე დროს გასულ დღე-ღამეში თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამი ადამიანი, რომელთა ტესტის პასუხიც დადებითი იყო.
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 10324 ფაქტი გამოვლინდა. აქედან მკურნალობა წარმატებით გაიარა 5739 ადამიანმა, გარდაიცვალა – 122.
საგანგებო რეჟიმის კლინიკებში კორონავირუსისგან მკურნალობას 4463 ადამიანი აგრძელებს.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 386 898 ტესტი ჩატარდა.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 14 ივნისის 00:00 საათიდან 16 ივნისის 06:00 საათამდე ბაქოს, სუმგაითის, განჯას ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ხუთ რაიონში საქმიანობა შეჩერდა ყველა სფეროში, ასევე გაჩერდა საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი. გადაადგილების ნებართვის მიღება შესაძლებელია პორტალზე icaze.e-gov.az.