Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

© photo : Arsen Torosyan / FBკოვიდ-მიმღები საავადმყოფო „ნორკ“
კოვიდ-მიმღები საავადმყოფო „ნორკ“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთში კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა კვლავ რთულია. ქვეყანაში ყველგან სავალდებულოა პირბადეების ტარება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივლისამდე გაგრძელდა

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 16 667-მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

გასულ დღე-ღამეში 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საკონტროლო პუნქტი სომხეთში - Sputnik საქართველო
სერბეთი სომხეთს სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარება

კორონავირუსის გართულებებისგან სულ, გასული დღე-ღამის მონაცემების ჩათვლით, გარდაიცვალა 269 ადამიანი (5 - გასულ დღე-ღამეში), სხვა მიზეზებით – 91 ინფიცირებული პაციენტი.

ახალი მონაცემებით, ინფექციისგან განკურნებულთა რიცხვია 6 214. მკურნალობს 10 093 ადამიანი. ქვეყანაში სულ 82 324 ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და ის 13 ივლისამდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალულია შეკრებები და მიტინგები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0