საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას 15 ივნისს განაახლებს

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი Stadler-ი. რეისი თბილისი-ბათუმი
მატარებელი Stadler-ი. რეისი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მატარებლების ვაგონების ინსპექტირება ჩაატარეს და განმარტეს, რომ კომპანია ყველა წესს მკაცრად იცავს

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სამგზავრო სარკინიგზო გადაზიდვები საქართველოში 15 ივნისს განახლდება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში Facebook-ზე.

„საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მზად არის უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხო გადაზიდვა და ჯანდაცვის სამინისტროს შემოღებულ ყველა წესს შეასრულებს.

ახალგაზრდების ჯგუფი ლეღვთახევში - Sputnik საქართველო
საქართველოში ხვალიდან შიდა ტურიზმი იხსნება

ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მატარებლების ვაგონების ინსპექტირება ჩაატარეს და განმარტეს, რომ კომპანია ყველა წესს მკაცრად იცავს და მზად არის მგზავრთა გადაზიდვა განაახლოს.

  • მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს
  • მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია
  • ვაგონში შესვლისთანავე ყველა გაივლის დეზობარიერს
  • ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით
  • მატარებელში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადეების გარეშე. მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: ტურიზმის გახსნასთან ერთად საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს

საქართველოს რკინიგზამ საქალაქთაშორისო რეისებზე ბილეთების ონლაინ-გაყიდვა უკვე განაახლა.

მაგისტრალური მატარებლები მოძრაობას 15 ივნისიდან დაიწყებენ შემდეგი მიმართულებებით: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი. პირველი მატარებელი 8 საათზე თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დაიძრება.

ბილეთების ფასები არ შეცვლილა, თუმცა მატარებლები მხოლოდ დღის საათებში იმოძრავებენ.

საქართველოში მგზავრების გადაყვანა რკინიგზაზე 31 მარტს კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერდა.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 1 ივლისიდან საზღვრებს უცხოელ ტურისტებს უნდა გაუხსნას.

ყველა ახალი ამბავი
0