Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსი 8 835 ადამიანს დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Aleksey Suhorukov / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება რუსეთში
სასწრაფო დახმარება რუსეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიის დაწყებიდან რუსეთში კორონავირუსი 528 964 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 6 948 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 280 ათასზე მეტი პაციენტი.

თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 ადამიანი გარდაიცვალა, განუცხადეს ჟურნალისტებს ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

აღსანიშნავია, რომ 3 198 ადამიანს არ აქვთ კლინიკური გამოვლინება. ახალი შემთხვევების უმრავლესობა გამოვლინდა მოსკოვში - 1477. კიდევ 717- მოსკოვის ოლქში, 256 - სანქტ-პეტერბურგში, 254 - სვერდლოვის ოლქში.

პრეპარატი „ფავიპირავირი“ - Sputnik საქართველო
პრეპარატ „ავიფავირის“ პირველი პარტია უკვე საავადმყოფოებშია

პარასკევს ვრცელდებოდა ინფორმაცია COVID-19-ის 8 706 ახალი შემთხვევის შესახებ. ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 528 964 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 6 948 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 280 ათასზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მიხედვით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ლეტალური შემთხვევების მიხედვით პირველია აშშ (115 ათასი გარდაცვლილი), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, COVID-19 7,8 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, 430 ათასზე მეტი გარდაიცვალა, დაახლოებით 3,7 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0