ილია მეორე - ჩვენ თავდადებული სამღვდელოება გვყავს, მოღვაწეობენ რაც შეუძლიათ

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყველა წმინდანის ხსენების დღეს სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყველა წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა და სამღვდელოება დააჯილდოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

 ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ადამიანი ბედნიერებისთვის არის გაჩენილი

მისი თქმით, წმინდანი ცდილობს, იყოს უკეთესი დღეს, ვიდრე გუშინ და სულიერ კიბეზე ადის. პატრიარქის განცხადებით, საქართველო მდიდარია წმინდანებით და ბედნიერია, რომ მადლი უხვად ეფინება ჩვენს ქვეყანას.

„საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. წმინდანი არ არის კმაყოფილი დღევანდელი დღით, არსებული მდგომარეობით.  წმინდანი არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი და მე გისურვებთ თქვენ ყველას რომ, ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე“, - განაცხადა ილია მეორემ.

ქადაგების შემდეგ მან სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

„ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა, მოღვაწეობენ, რაც შეუძლიათ და მე ძალიან დიდად ვაფასებ მათ მოღვაწეობას“, - აღნიშნა ილია მეორემ.

ყველა ახალი ამბავი
0