თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 274 ადამიანი გაეწერა კლინიკებიდან, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.
ამავე დროს გასულ დღე-ღამეში თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, რომელთა ტესტის პასუხიც დადებითი იყო.
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 9957 ფაქტი გამოვლინდა. აქედან მკურნალობა წარმატებით გაიარა 5583–მა ადამიანმა, გარდაიცვალა – 119.
საგანგებო რეჟიმის კლინიკებში კორონავირუსისგან მკურნალობას 4255 ადამიანი აგრძელებს.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 381 846 ტესტი ჩატარდა.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 14 ივნისის 00:00 საათიდან 16 ივნისის 06:00 საათამდე ბაქოს, სუმგაითის, განჯას ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ხუთ რაიონში საქმიანობა შეჩერდა ყველა სფეროში, ასევე გაჩერდა საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი. გადაადგილების ნებართვის მიღება შესაძლებელია პორტალზე icaze.e-gov.az.