აბასთუმნის ტყეში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია

© photo : Emergency Management Service / FBმეხანძრეები აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ბრუნდებიან
მეხანძრეები აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ბრუნდებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ხანძრის კერებისკენ 13 გაფრენა განახორციელეს

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. აბასთუმნის ტყეში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებული იყო 65 მეხანძრე-მაშველი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის და ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურებიდან. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ხანძრის კერებისკენ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენია ჩართული - Sputnik საქართველო
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა

უკვე საღამოსთვის ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. მთელი ღამის განმავლობაში ტყის მასივში 25 მეხანძრე რჩებოდა. დრონების გამოყენებით კერების უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა.

„ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობა წყდება და მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები“, - განაცხადეს უწყებაში.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში 13 ივნისს დღის ორ საათზე შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0