„თბილისი ენერჯი“ - თბილისში ერთ დღეში აფეთქებას სამი კორპუსი გადაურჩა

© Pixabay / Pixabay / PhotoMIX-Companyგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზქურა - Sputnik საქართველო
„თბილისი ენერჯი“ კორონავირუსის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

მათივე ცნობით, გლდანის მერვე მიკრორაიონში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონსა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია.

„სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის – 114-ის თანამშრომლებმა ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.

სამივე კორპუსში, სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა, აცხადებენ კომპანიაში.

„თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0