პიანისტი თათია შარანგია სამ ვაჟთან ერთად გადაცემა „პროფილის“ სტუმარი იყო. პიანისტი სანდრო შელიაზეა დაქორწინებული, რომლისგანაც 3 წლის ენდიუ შელია ჰყავს.
თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობენ.
თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძის განქორწინების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა. გაყრის ინიციატორი თათია იყო. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუარდ და ალექსანდრე შევარდნაძეები.
თათია პიანისტია. სწავლობდა თბილისში, პარიზსა და აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ხშირად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. თათიას მშობლები თბილისში ცხოვრობენ. მას დედა ექიმი ჰყავს, მამა ბიზნესმენია.

