Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გულით მინდა მიეტევოთ ჩემი 10 წლის შვილის აცრემლებული თვალები“ – თათია შარანგია

© courtesy of Tatia Sharangiaთათია შარანგია
თათია შარანგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თათია შარანგია სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისი 10 წლის ვაჟი სოციალური ქსელის მომხმარებლების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რძალი, პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში იმ ნეგატივს ეხმაურება, რომელიც, მისი თქმით, მის 10 წლის ვაჟს დაატყდა თავს.

როგორც თათია შარანგია წერს, იმის გამო, რომ მისი შვილი დიდი ბაბუის მოსახელეა, უარყოფითი კომენტარებით შეამკეს. 

„ვისთვის კარგია ბატონი ედუარდი, ვისთვის ცუდი. ყველაფერს ეშველება, მაგრამ იმ კატასტროფას, რასაც ბავშვის მიმართ განუკითხაობა ქვია, იმ საშინელი კომენტარების ავტორების ბინძურ სულს, ვინც ბავშვს აქ წყევლის და ლანძღავს, მათ არაფერი ეშველებათ. გულით მეცოდებიან და გულით მინდა მიეტევოთ, ჩემი 10 წლის შვილის აცრემლებული თვალები, რომელიც ამ კომენტარებს კითხულობს“, – წერს თათია შარანგია.

პიანისტი თათია შარანგია სამ ვაჟთან ერთად გადაცემა „პროფილის“ სტუმარი იყო. თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობენ.

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია იყო. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუ­არ­დ და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი.

თა­თია პი­ა­ნის­ტია. სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში, პა­რიზ­სა და აშშ-ის სხვადასხვა ქა­ლა­ქებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე. თა­თი­ას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. მას დედა ექი­მი ჰყავს, მამა ბიზ­ნეს­მე­ნია.

ყველა ახალი ამბავი
0