თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ლივერპულელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი, მანამდე უცნობი სიმპტომი დაადგინეს – მათი თქმით, COVID-19-ს შეიძლება პანკრეატიტის მწვავე ფორმა ახლდეს.
„მანამდე უკვე დადგინდა, რომ COVID-19-მა შეიძლება თავი კუჭ-ნაწლავის სიმპტომებით გამოავლინოს. მაგრამ როგორ მოქმედებდა ვირუსი მწვავე პანკრეატიტის განვითარებაზე, აქამდე უცნობი იყო“, — ნათქვამია MedicalXpress-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსულმა დაავადებამ პანკრეატიტით თავი შეიძლება ძირითადად ახალგაზრდა ჭარბწონიან მამაკაცებში იჩინოს.
მწვავე პანკრეატიტი — კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების მძიმე ფორმაა. მისი ძირითადი სიმპტომებია სარტყლისებური ტკივილები მუცლის ზედა ნაწილში. შესაძლოა ახლდეს დიარეა და პირღებინება.