„ჩემი დონე არ არის“ – სააკაშვილმა უარი თქვა, გამხდარიყო ზელენსკის მრჩეველი

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“, რომელშიც განმარტა, რატომ არ დანიშნა სააკაშვილი ვიცე-პრემიერად.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე, გამხდარიყო რეფორმების საკითხებში მრჩეველი, მაგრამ მან უარი თქვა, ვინაიდან „ეს მისი დონე არ არის“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინა დაშლის პირასაა: სააკაშვილი საგანგაშო განცხადებას აკეთებს

ამ დროისათვის საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.

„მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. მითხრა, მინდა დაგეხმაროთო. იყო რამდენიმე შეხვედრა, რამდენჯერმე სხვადასხვა, ადეკვატური რჩევა შემომთავაზა. მკითხა, სად მხედავთო? შევთავაზე, შეგიძლიათ გახდეთ მრჩეველი რეფორმების საკითხში–მეთქი. მითხრა, ეს ჩემი დონე არ არისო“, — ამბობს ზელენსკი „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, სააკაშვილმა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერობის სურვილი გამოთქვა, რაზეც პრეზიდენტი პრაქტიკულად დაეთანხმა, თუმცა მანამდე პრემიერ-მინისტრთან დალაპარაკება გადაწყვიტა, თუ როგორ შეძლებდნენ ისინი ერთად მუშაობას.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის პოსტზე ამ საკითხისადმი განსხვავებული მოსაზრებების გამო (მათ შორის, ფრაქციაშიც) არ დაინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0