რა შემთხვევაში შეგიძლიათ გადახვიდეთ კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში – კრიტერიუმები

© Sputnik / Alex Shlamovკორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე რამდენიმე თვეა, უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაჰყავთ.

საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს სასტუმროებში გადიან, რომლებიც საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა. ამ დროისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოპერირებას უწევს დაახლოებით 90 საკარანტინო ზონას, რომლებიც 5 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.

თუმცა, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილებით, ქვეყანაში შემოსვლის მსურველი მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკარანტინო ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსება მოითხოვოს. ამისთვის მათ უნდა შეავსონ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინო სივრცეში უკვე მოთავსებული პირებისთვის.

Tegeta Motors - Sputnik საქართველო
„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - პირველწყარო ისევ უცნობია

ვის შეუძლია საკარანტინო ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადასვლა

თვითიზოლაციაში გადაყვანა/მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

- თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვ.), შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას წარადგენს;

- საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების, აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შუამდგომლობის გათვალისწინებით;

- სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
რა უნდა იცოდნენ თვითმფრინავის მგზავრებმა - წესებისა და შეზღუდვების სრული სია

როგორ და როდის ივსება თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა

თვითიზოლაციის სპეციალური მოთხოვნის ფორმა მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ და შევსებული კითხვარი უნდა გაგზავნონ მისამართზე covisolation@moh.gov.ge.

ფორმის შევსებისას მოქალაქე უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციას: პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ან პასპორტის ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა), ქვეყანა, საიდანაც მოდის, ჩამოსვლის თარიღი, რეისი (მათ შორის ტრანზიტი), რეისის ნომერი, სასაზღვრო პუნქტი, ბოლო 21 დღის საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონი, საიზოლაციო სივრცისა (რეგიონი, რაიონი, სოფელი) და თვითიზოლაციის სივრცეზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ნომერი.

გაითვალისწინეთ, როდესაც გაგზავნით განაცხადს თვითიზოლაციის მოთხოვნის შესახებ, უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას.

ახალდაქორწინებულები - Sputnik საქართველო
ქორწილი, ქელეხი სტუმრების შეზღუდული რაოდენობით: საქართველოში საჯარიმო სანქციები წესდება

ჩაანაცვლებს თუ არა თვითიზოლაციაში მოთავსება კარანტინს

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ჯანდაცვის სამინისტროში აცნობეს, პირის თვითიზოლაციაში გადაყვანა/მოთავსება კარანტინს იმ შემთხვევაში ჩაანაცვლებს, თუ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნება დაცული.

ჩაუტარდება თუ არა თვითიზოლაციაში გადაყვანილ პირს კორონავირუსზე ტესტირება

თვითიზოლაციაში მოთავსებულ პირებს ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, ისეთივე წესების დაცვით, როგორც ეს საკარანტინო ზონებში ხდება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი დღე უნდა გაატარონ პირებმა თვითიზოლაციაში, ეს დამოკიდებულია ტესტირების პასუხებზე.

როგორ ხდება მონიტორინგი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები მკაცრად გაკონტროლდებიან. მათ მონიტორინგს ჯანდაცვის უწყებასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0