მოსაზრება: გახდება თუ არა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ეკონომიკის „მესამე სპილო“

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშიმოიერიშე Су-25
მოიერიშე Су-25 - Sputnik საქართველო
გამოწერა
იარაღის დამზადების ტრადიციები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საკონსტრუქტორო სკოლები ათწლეულების განმავლობაში ყალიბდება. არანაკლები დროა საჭირო ამ კომპლექსის მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური კადრების მოსამზადებლად.

ალექსანდ ხროლენკო

ამიტომ ძნელია წინასწარ განსაზღვრა იმისა, შეძლებს თუ არა საქართველო არსებული რეალობის შეცვლას და საქართველოს ეკონომიკის დომინანტი აგრარული და სამთო სპეციალობების თავდაცვის სფეროთი „გაჯერებას“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში დაიწყო საბრძოლო თვითმფრინავების — Су-25-ის, ყუმბარმტყორცნების, ხელყუმბარებისა და რაკეტების წარმოებაზე მუშაობა — ნატოს სტანდარტების შესაბამისად. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა ტექნიკური, ინტელექტუალური და შრომითი რესურსი იარაღის წარმატებით წარმოებისა და მისი ექსპორტისთვის. კერძოდ, ღარიბაშვილმა ისაუბრა თბილისის საავიაციო ქარხნისა და თავდაცვითი საწარმო „დელტას“ დიდ შესაძლებლობებზე. კიდევ ერთხელ დადო პირობა ვაზნების საწარმოს აშენებაზე და მისი იდეების კალეიდოსკოპში ასევე გაიელვა საქართველოს ყველა სამხედრო ბაზის რეფორმირების საკითხმა აშშ-ის სტანდარტების შესაბამისად. გეგმები გლობალურია. ძნელია შეფასდეს ყველა მათგანის განხორციელების შანსები. თუ ცალკეულ პოზიციებს განვიხილავთ, ინდუსტრიული პოტენციალისა და რესურსების ბაზის გათვალისწინებით (ციფრებითა და ფაქტებით), ეჭვები ჩნდება. 

სუ-25 - Sputnik საქართველო
საქართველო იარაღის წარმოების დაწყებას აპირებს – რა გეგმები აქვს თავდაცვის უწყებას

ქართული მრეწველობის სტრუქტურაში ნედლეულის გადამუშავების სექტორი გამოირჩევა. რესპუბლიკის მთლიანი პროდუქციის ორი მესამედი კვებისა და მსუბუქი მრეწველობის წილად მოდის. ოცი უმსხვილესი ქართული კომპანია მინერალური წყლის მომწოდებლები (ექსპორტიორები მსოფლიოს 30 ქვეყანაში), ცემენტის, სპილენძის მადნის, მინერალური სასუქების მწარმოებლები არიან. შესამჩნევია ოქროს მომპოვებლებისა და რკინა-ბეტონის მწარმოებელთა წარმატებებიც. ტოპ-ოცეულში იკვეთებიან მეღვინეები და ელექტროენერგეტიკოსები. ქვეყანაში მანქანათმშენებლობის რამდენიმე საწარმოა, სადაც ელექტროლოკომოტივებს, სამხედრო ტექნიკას ამზადებენ. მაგრამ მაღალტექნოლოგიური მანქანათმშენებლობის საწარმოები გიგანტებს შორის არ შეინიშნება. ასე რომ, საქართველოს ეკონომიკის „ორი სპილო“ —  ეს კვებისა და სამთო მრეწველობებია. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სექტორში მესამე „სპილოს“ გაზრდა ურთულესი ამოცანაა, ძვირადღირებულიც და არც წარმატების გარანტია არსებობს.

Су-25 რთული მანქანაა

მინისტრის განცხადება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პრიორიტეტულ განვითარებასთან დაკავშირებით არაერთაზროვანია, ვინაიდან 2018 წელს საქართველომ უკვე დააანონსა მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავების Су-25-ის (20 მილიონ დოლარად) აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ექსპორტი. მაშინ ისიც დაზუსტდა, რომ ძრავა ამერიკული ან ევროპული წარმოებისა იქნებოდა. მაგრამ გეგმების რეალიზება არ მომხდარა.

 Delta-ს ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
მაისაია: სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოში – სწორი პოლიტიკაა

მოიერიშე-ბომბდამშენ თვითმფრინავ Су-25-ს საბჭოთა მემკვიდრეობა აქვს. პრინციპში, ძნელია იმის გაგება, თუ რატომ უნდა მოხდეს ამ თვითმფრინავის ნატოს სტანდარტებში ინკორპორირება, თუ ალიანსს აქვს საკუთარი, საკმაოდ თანამედროვე თვითმფრინავები. დღეისათვის თბილისის ავიაქარხანას შეუძლია Су-25-ის, Су-25T-ს, Су-25BM-ისა და Су-25-ის მოდერნიზებული ვერსია „სკორპიონის“ (ეს ისრაელისა და საქართველოს ინჟინრების ერთობლივი პროექტია) „ინერციით“ წარმოება. ახლავე შევნიშნავთ, რომ ისრაელ-საქართველოს პროგრამა „სკორპიონი“ არაა შეთანხმებული კომპანია Сухой-სთან — Су-25-ის რუს დეველოპერებთან, და მისი მთელი ხაზი თბილისის საავიაციო ქარხანაში არსებითად კონტრაფაქტული პროდუქციაა. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზარზე ასეთ თვითმფრინავებს ცივად ხვდებიან. „სკორპიონების“ გაყიდვა ნახევარ ფასად მხოლოდ და მხოლოდ „ნაცრისფერ ზონაში“, ანუ „მესამე სამყაროს“ ქვეყნებშია შესაძლებელი.

მოდერნიზაციის პროგრამა (2001 წლიდან) მოიცავს მოიერიშე Су-25-ის აღჭურვას ავიონიკის კომპლექსით (glass cocpit), ახალი სანავიგაციო სისტემით, მართვისა და კავშირის ციფრული მოწყობილობებით. და, მაინც, თბილისის საავიაციო ქარხნის ტექნოლოგიური ბაზა, ნაკლებად სარწმუნოა, რომ უზრუნველყოფდეს Сухой-ს პროდუქციის თანამედროვე და ავთენტურ ხარისხს — თუნდაც ისრაელის კომპანია Elbit Systems Ltd-ის მხარდაჭერის პირობებში.

საბჭოთა ერთადგილიანი თვითმფრინავი МиГ-25 - Sputnik საქართველო
საქართველოში შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავების წარმოება აღდგეს

მაღალტექნოლოგიური სამხედრო ტექნიკის წარმოების სფეროში კონკურენცია სუპერკვალიფიკაციას მოითხოვს. საავიაციო ტექნიკის წარმოების სრული ციკლი (სპეციალისტების მომზადების სისტემის ჩათვლით) ევროპის ყველა წამყვან ქვეყანას არ აქვს. სად უნდა მოიძიოს კადრები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისთვის, თუ ქვეყანა გასული საუკუნიდან სპეციალიზირებულია სურსათის, ქვანახშირის, თუჯის, ნავთობპროდუქტების, ფოლადის მილებისა და სასუქების წარმოებაზე? დამოუკიდებლობის დრო რესპუბლიკის მრეწველობისთვის რთული პერიოდი აღმოჩნდა. 1998 წელს მისი მოცულობა 1990 წლის დონის 16% იყო. მომდევნო 15 წლის განმავლობაში საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში მრეწველობის წილი 23%-დან 12%-მდე შემცირდა. დღეს საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია არა მანქანები და ელექტრონიკა, არამედ მინერალური წყლები, სპილენძის საბადო და ფეროშენადნობები.

ეკლიანი გზა

ქართული წარმოების იარაღის ექსპორტში გარკვეული მიღწევები არსებობს. ადრე საუდის არაბეთმა შეისყიდა 100-ზე მეტი სამედიცინო ევაკუაციის ჯავშანტექნიკა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 40 მილიონი დოლარია. მანქანები „დელტაში“ დაპროექტდა და დამზადდა. უფრო ნაკლებადაა ცნობილი ქართული ყუმბარმტყორცნების, ნააღმმტყორცნებისა და ცეცხლსასროლი იარაღის საექსპორტო პოტენციალი.

სამხედრო სიმძლავრეების მსოფლიო რეიტინგში Global Firepower საქართველო 89-ე ადგილზეა ზამბიასა და კატარს შორის. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პრიორიტეტული განვითარების სურვილი გასაგებია — მაღალი ტექნოლოგიები ახალ შესაძლებლობებს აჩენს. 2020 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იარაღის შესაძენად 43 მილიონ დოლარამდე დახარჯავს, თავის წილს მიიღებენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ადგილობრივი საწარმოებიც.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0