თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. კორონავირუსი სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი კომპანიის დირექტორზე ვასილ ახრახაძეზე დაყრდნობით.
თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 27 მაისის შემდეგ ოფისში არ ყოფილა.
„ინფიცირებულია კომპანიის გაყიდვების სამსახურის თანამშრომელი. ის არ ყოფილა ოფისში 27 მაისის შემდეგ, შესაბამისად, 14 დღე უკვე გასულია. პრევენციის მიზნით, დამატებითი ზომები მივიღეთ, სრული დეზინფექცია ჩატარდა და ვიცავთ ყველა რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს“, – განაცხადა ვასილ ახრახაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 827 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 690, გარდაიცვალა 13 პაციენტი.
© Sputnik / Konstantin Ivanovკორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ოფისში მუშაობის ძირითადი რეკომენდაციები
კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ოფისში მუშაობის ძირითადი რეკომენდაციები