თბილისი 10 ივნისი – Sputnik. ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი დაშავდა. ამის შესახებ თავად კოშკელიშვილი „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სასწრაფოს გამოძახების მიზეზი დაცემა გახდა.
აღმოჩნდა, რომ ვაკის პარკში ელექტროსკუტერიდან გადმოვარდა და მუხლები დაიზიანა. ცნობილ მოდელს გუშინ 30 წელი შეუსრულდა, რასთან დაკავშირებითაც სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა. მოდელმა საკმაოდ თამამი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ აჟიოტაჟი მარტო იმიტომაც არ უნდა გამოიწვიოს ამ ფოტომ, რომ დაფოტოშოპებულია და აპირებს შვილიშვილები მოატყუოს, რომ 30 წლის ასაკში ასე გამოიყურებოდა.
მოდელი ფიქრობს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, 30 კი ახალი 20-ია და ყველაფერი წინ არის. ნუკის დაბადების დღის აღნიშვნა მეუღლის გარეშე მოუწევს. კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკელი ექიმი შტატებში დარჩა, ხოლო ცოლ-შვილი საქართველოშია.
წყვილს პატარა ოლივერი ორი წლის წინ ეყოლა. ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.
სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.