მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
10 ივნისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია.
სჯობს, ამ დღეს არ მიმართოთ სახელმწიფო ორგანოებს, ხელმძღვანელობას, არამედ მიხედოთ სხვადასხვა კრების, კონფერენციისა თუ სხვა ღონისძიების ორგანიზებას, ან მასში მონაწილეობას.
იდეალური დროა ნებისმიერი გონებრივი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი იქნება თვითგანათლებაზე და ახალი უნარების ათვისებაზე ზრუნვა, ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და დანერგვა. კარგად წავა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა.
თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის ექსპერიმენტული და ექსტრავაგანტული შეჭრისა და ვარცხნილობისთვის. თუ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა გელოდებათ, მაშინ სადა თმის ვარცხნილობა სჯობს, ამასთან, ხშირად დაივარცხნეთ თმა – ეს ენერგიასა და ძალას შეგმატებთ.
წარმატებული იქნება ასევე ექსპერიმენტები უჩვეულო ტონირებასთან და თქვენთვის უჩვეულო ფერად შეღებვისთვის.
მებაღეობა: მთვარე მერწყულის ნიშანში უნაყოფო პერიოდია. დათესვა, დარგვა და გადარგვა დაბალ მოსავალ იძლევა. მცენარეებს უჭირთ გადარჩენა, მაგრამ თუ გადარჩნენ, მძლავრ ფესვსა და ღეროს იკეთებენ, აქვთ ლამაზი ყვავილები და ნაყოფი. წარმატებული დროა ექსპერიმენტებისთვის, როდესაც რამე განსაკუთრებული, უჩვეულო მცენარის გამოყვანა გსურთ. კარგი დღეა სამკურნალო მცენარეების შეგროვებისთვის. 10 ივნისი არახელსაყრელ დღეა ხეების, ბუჩქებისა და ყვავილების დარგვისთვის.