მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯორჯ ფლოიდი ოქროს კუბოთი დაკრძალეს: ვრცელდება კადრები ცერემონიიდან

© AFP 2024 / ANDREW CABALLERO-REYNOLDSოქროს კუბო, რომლითაც ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს
ოქროს კუბო, რომლითაც ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯორჯ ფლოიდი, რომლის დაღუპვასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, ტეხასის შტატში, ჰიუსტონში დაკრძალეს.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი, რომელიც მინეაპოლისში პოლიციას შემოაკვდა დაკავებისას და რომლის სიკვდილსაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა არა მარტო აშშ-ში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, ჰიუსტონში დაკრძალეს, იუწყება Reuters-ი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ ფლოიდი ოქროს კუბოთი დამარხეს, რომელიც სასაფლაოზე ცხენებშებმული ეტლით მიიტანეს. 

​დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ ჰიუსტონის მერი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები და ასევე ტეხასის შტატის გუბერნატორი. 

გამოსათხოვარი სიტყვა ონლაინ–რეჟიმში წარმოთქვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0