მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსალოდნელია გლობალური შიმშილი: გაეროს გენმდივანი ხელისუფლებებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Michael Klimentyevანტონიუ გუტერიში
ანტონიუ გუტერიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერომ ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ მსოფლიო შესაძლოა ბიბლიური მასშტაბის შიმშილს შეეჯახოს, თუ კვების პროდუქტების მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროული  ღონისძიებები არ გატარდება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. უზრუნველყავით საკუთარი მოქალაქეები პროდუქტებით, ვინაიდან მსოფლიო შესაძლოა საკვების ნაკლებობის პრობლემას შეეჯახოს, მოუწოდა ხელისუფლებებს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა. 

გუტერიშის თქმით, საკვების უკმარისობის პრობლემა უკვე აქვს 820 მლნ ადამიანს და მათი რაოდენობა თანდათან მოიმატებს პანდემიის გამო გაუარესებული მიწოდებებიდან გამომდინარე.

„თუ ზომები დაუყოვნებელივ არ იქნება მიღებული, მოახლოებული გლობალური საგანგებო ვითარება ასობით მილიონი ბავშვისა და ზრდასრულისთვის ხანგრძლივ შედეგებს მოიტანს“, — აღნიშნა გუტერიშმა.

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რეკომენდაცია მისცა ქვეყნებს, აღიარონ კვების სისტემა ყველაზე მნიშვნელოვნად და უზრუნველყონ მათი დაცვა, ვინც ამ სფეროში მუშაობს.

Самоизоляция. Молодой человек сидит на подоконнике и смотрит в окно - Sputnik საქართველო
მსოფლიო ღამით: კაცობრიობას „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილობა და მეორე ტალღა ემუქრება, თუ...

გარდა ამისა, გუტერიშის რეკომენდაციით, ხელისუფლებებმა აუცილებლად უნდა გააძლიერონ ადგილებზე პროდუქტების წარმოების, ტრანსპორტისა და ადგილობრივი ბაზრების მხარდაჭერა, რათა საკვების მიწოდების სისტემამ შეუფერხებლად იმუშაოს.

აღსანიშნავია, რომ გაერომ ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ მსოფლიო შესაძლოა ბიბლიური მასშტაბის შიმშილს შეეჯახოს, თუ კვების პროდუქტების მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროული ღონისძიებები არ გატარდება.

გაეროს სპეციალისტების გამოთვლით, უარეს შემთხვევაში შიმშილის პრობლემა შესაძლოა 30 სახელმწიფოს დაემუქროს, რომელთაგან ათში ერთი მილიონი ადამიანი უკვე განიცდის საკვების უკმარისობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0