Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ერთ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 339 შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი. ბაქო
კორონავირუსი. ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ავადობის 8 530 შემთხვევა დარეგისტრირდა, აქედან 4 720 გამოჯანმრთელდა

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის განცხადებით, ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი, ოთხი მოქალაქე გარდაიცვალა.

თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
იმპორტირებული COVID-19: ქუთაისის კლინიკაში აზერბაიჯანის მოქალაქე მოათავსეს

თებერვლის ბოლოდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 8 530 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 4 720 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 3 708 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 356 032 ტესტირება ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0