ბათუმში თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ვერსიის თანახმად, შემთხვევის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად – სრულად დაინგრა თევზის რესტორანი. თევზის ბაზარში მოვაჭრეები აცხადებენ, რომ როდესაც დილით ისინი სამსახურში მივიდნენ, რესტორანი უკვე დანგრეული იყო. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორიის დაცვის წევრი ამ დროს მეზობელ შენობაში იმყოფებოდა.

ბათუმის თევზის ბაზრობაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

შემთხვევის შედეგად თევზის რესტორანი მთლიანად დაინგრა

გამომძიებლები აფეთქების მიზეზებს სწავლობენ

სპეციალისტები ზარალს ითვლიან

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვამ

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რესტორანი ეკუთვნოდა კერძო პირს და ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა ქალაქის ხელისუფლებას არ ეკისრება

აფეთქებამ დააზიანა მანქანებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა

ჯერ-ჯერობით უცნობია, იყო თუ არა დაზღვეული განადგურებული ქონება

აფეთქების მომენტში ბაზრობის დაცვის თანამშრომელი მეზობელ შენობაში იმყოფებოდა

აფეთქებამ გამოიწვია ხანძარიც, თუმცა მისი ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა

რესტორნისგან, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა

სავარაუდოდ, აფეთქება ღამით მოხდა. მოვაჭრეების თქმით, დილით ადრე, როდესაც ისინი სამსახურში მივიდნენ, რესტორანი უკვე დანგრეული იყო

ბაზრობა და რესტორანი განტავსებულია მთავარ ავტომაგისტრალზე. საბედნიეროდ, გამვლელი ავტომობილები არ დაზიანებულა

მოკვლევა გამოძიების დასრულების შემდეგ გააჟღერებს მომხდარის ოფიციალურ ვერსიას