თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines-მა გამოაცხადა საერთაშორისო რეისების განახლების თარიღი – ეს 11 ივნისს მოხდება. ფრენები COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის ბოლოს შეჩერდა.
„ჩვენი საერთაშორისო რეისები 11 ივნისიდან დაიწყება“, – ნათქვამია Turkish Airlines-ის დირექტორის ბილალ ექშის განცხადებაში.
მის მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია პირველ რეისებს 11 ივნისს გერმანიის ხუთ ქალაქში განახორციელებს (ბერლინი, ფრანკფურტი, შტუტგარტი, მიუნხენი, დიუსელდორფი), ასევე ლონდონის და ამსტერდამის მიმართულებთ.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 7 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რიცხვი 400 ათასს აღემატება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.