თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის გადადება უსიმპტომო ვირუსმატარებლებისგან ნაკლებად სარწმუნოა, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა COVID-19-ზე რეაგირების კუთხით მარია ვან კერკჰოვემ.
Media briefing on #COVID19 with @DrTedros https://t.co/OpAU2fsxlR
— World Health Organization (WHO) (@WHO) June 8, 2020
მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ ქვეყნების მონაცემებს, რომლებშიც უსიმპტომო ვირუსმატარებლებსა და მათ კონტაქტებს აკვირდებიან.
„ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, უსიმპტომო ვირუსმატარებლების მიერ ვინმეს ინფიცირების შესაძლებლობა ნაკლებად სარწმუნოდ გამოიყურება“, — განაცხადა კერკჰოვემ.
ამასთან, მისი განმარტებით, უსიმპტომო შემთხვევებს შეცდომით მიაკუთვნებენ მსუბუქი ფორმით მიმდინარე კორონავირუსულ დაავადებას, ან ჯერ კიდევ გამოუვლენელ სიმპტომატიკას.
როგორც ჯანმოს წარმომადგენელმა დაადასტურა, ადამიანი გადამდები სიმპტომების გამოვლენიდან ორი–სამი დღის შემდეგ ხდება.
მანამდე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების თითქმის 17%-ს უსიმპტომო პაციენტები შეადგენენ.