თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, მუხადგვერდის დასახლების, დემეტრე თავდადებულის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და სოფელ ახალდაბის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.