აზერბაიჯანელმა კინორეჟისორებმა თბილისში ფულადი პრიზები მიიღეს

გამოწერა
НовостиTelegram
კინემატოგრაფისტების კონკურსის მიზანი იყო კულტურული უძრაობის ლიკვიდაცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის დროს შეიქმნა, ასევე ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება ხელოვნების, თეატრისა და კინოს მიმართ.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორი სამი აზერბაიჯანელი რეჟისორი თბილისში ფულადი პრიზით დაჯილდოვდა – მათ გაიმარჯვეს კონკურსში აზერბაიჯანელ კინემატოგრაფიტებს შორის, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი თეატრი „ერასა“ და საქართველოს აზერბაიჯანელების ინტეგრაციის ცენტრის ერთობლივი პროექტის საფუძველზე გამოცხადდა. ის სამ ეტაპად 6–27 მაისს ჩატარდა.

კონკურსის ჟიურიმ ათი განაცხადი მიიღო. შემოქმედებითი ფანტაზიის გარდა ფილმებში ყურადღება მიექცა თემების აქტუალობას, სოციალურ პრობლემებს.

ევა ლონგორია - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი კანის ფესტივალის ძირითად პროგრამაში მოხვდა

ჟიურის გადაწყვეტილებითა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა სიმპათიის გათვალისწინებით, პირველი ადგილი დაიკავა საჰილია ჰუსეინოვას ფილმმა „სიზმარი“, მეორე – ელნურ ველიზადეს „სიკვდილის ფერმა“ და მესამე – სანან და კანან შარიფოვების „აზარტული თამაშების მსხვერპლმა“.

საპრიზო ადგილებზე გასულებს, ადგილების მიხედვით, გადასცეს პრემიები 250, 150 და 100 ლარის ოდენობით.

კინემატოგრაფისტების კონკურსის მიზანი, თეატრ „ერას“ ხელმძღვანელის ანარ რაფისოღლუს განცხადებით, იყო იმ კულტურული უძრაობის ლიკვიდაცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის დროს შეიქმნა, ასევე ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება ხელოვნების, თეატრისა და კინოს მიმართ.

კონკურსის ორგანიზატორების სამომავლო გეგმებში, თუ შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა იქნება, სხვადასხვა კონკურსის ჩატარება შედის.

ყველა ახალი ამბავი
0