თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მათი ოფისის ფასადს, აივანსა და ფანჯარას გუდრონის მსგავსი ნივთიერება შეასხეს.
Update: Yesterday radical groups attacked @TbilisiPride Office.
— Tamaz Sozashvili (@TamazSozashvili) June 8, 2020
Glad, the #Police is always here, but as you see, even they don't/can't stop them.
We urge @MIAofGeorgia to finish the investigation ASAP.
Having a safe #WorkingEnvironment is our right as well!@HumanRightsGeo pic.twitter.com/yxNLstw3hE
მისი თქმით, მათ ოფისს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ თავს.
„საბედნიეროდ, პოლიცია ყოველთვის აქ არის, თუმცა, როგორც ხედავთ, ისინი მათაც კი ვერ შეაჩერეს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაასრულოს გამოძიება. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჩვენც ვიმსახურებთ“, – წერს თამაზ სოზაშვილი.
„თბილისი პრაიდის“ ოფისთან, ახვლედიანის ქუჩაზე 1 ივნისს აქცია გამართეს საზოგადოება „ზნეობისა“ და სხვადასხვა მართლმადიდებლური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
აქციის მონაწილეები შენობაზე საქართველოს დროშასთან ერთად ლგბტ დროშის გადმოფენას აპროტესტებდნენ. გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მათი შეკრებები ოფისის წინ დღეიდან ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს და გაგრძელდება, ვიდრე ლგბტ დროშა არ ჩამოიხსნება.
ორგანიზაცია „თბილისი პრაიდში“ აცხადებენ, რომ პროტესტის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოს.