სისხლიანი გარჩევა კახეთში – დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია

გამოწერა
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა დანით ორი ადამიანი – 23 და 26 წლის ახალგაზრდები დაჭრა. უთანხმოების მიზეზი ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი გახდა.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ორი ადამიანის დაჭრის საქმე გახსნა – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 13 წლამდე ვადით.

მიუხედავად იმისა, რომ შსს დაკავებულის ვინაობას არ ასაჯაროებს, ქართული მასმედია ამტკიცებს, რომ საუბარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ეხება. 

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა თბილისში: პოლიციამ ორი პირი დააკავა

გამოძიების ცნობით, 38 წლის ბრალდებულმა დანით ორი ადამიანი – 23 და 26 წლის ახალგაზრდები დაჭრა. სისხლიანი გარჩევის მიზეზი მათ შორის კონფლიქტი გახდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ მამაკაცი მომხდარი ინციდენტიდან მალევე დააკავა – ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშულის იარაღი – დანა.

დაკავებულმა ბრალი აღიარა.

მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა.

ყველა ახალი ამბავი
0